ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები.

„ფინანსთა მინისტრმა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვების უფლება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორ თანამშრომელს მიღებული აქვს სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ასევე, დადებითი შეფასება მიეცა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს.

მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან (OTA) პარტნიორობის საკითხები, რომელიც მოიცავს როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო და აუდიტის სფეროებს.

შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში