შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება ეხმაუარება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო.

როგორც უწყება განმარტავს, 8 აპრილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო დეპარტამენტის მიერ დადგენილი რეჟიმების შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველყოფდნენ როგორც მსუბუქი, ასევე, სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას, მათ შორის, ამავე რეჟიმის შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ რევერსულად, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში.

„შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მძღოლებს რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი, არ შეესაბამება სიმართლეს”, - აღნიშნავს უწყება.

შსს-ს ცნობით, ამ დროის მონაცემებით, რიკოთის უღელტეხილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება სრულად აკრძალულია.

„თბილისიდან დასავლეთის და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის შესაძლებელია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, შეუფერხებლად. აღნიშნულ გზაზე გადატვირთული მოძრაობა ამ დროისთვის არ შეინიშნება.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, კვლავ რჩებიან ადგილზე და ავტოტრანსპორტის გატარებას უზრუნველყოფენ საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმების მიხედვით“, - წერია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა