ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Kazinform ქვეყნის ვიცე-პრემიერზე, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრზე სერიკ ჟუმანგარინზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გასულ წელს “ყაზმუნაიგაზმა” და “სოკარმა” საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ვგეგმავთ. მარტში უკვე დაიწყო პროცესი, პირველი ორი ტანკერი გაიგზავნა - ეს 20 ათასი ტონაა, აპრილისთვის 125 ათასი ტონა არის დაგეგმილი”, - განაცხადა ჟუმანგარინმა.

მისი თქმით, ბაქო ნავთობის ტრანსპორტირების სხვა მარშრუტებსაც სთავაზობს.

კერძოდ, ბაქო-სუფსას მილსადენის გამოყენებას და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებში მიწოდებას. მინისტრის თქმით, ყაზახეთის მიერ ახლა ბაქო-სუფსას მილსადენის ტექნიკური მახასიათებლების გამოთვლა მიმდინარეობს.

“გუშინ საკმაოდ მკაფიოდ განიხილებოდა გაერთიანებული საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც ამ სატრანზიტო მარშრუტზე ერთიანი ოპერატორი იქნებოდა, გამჭოლი ტარიფით, ტრანზიტის იაფი შესაძლებლობებით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით” , - აღნიშნა ჟუმანგარინმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 21 მარტს ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით ისტორიაში პირველად პირდაპირ მიაწოდა ნავთობი აზერბაიჯანს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა