საკრებულოს სხდომაზე N30 საჯარო სკოლისთვის ქართველი მწერლის გურამ რჩეულიშვილის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე N30 საჯარო სკოლისთვის ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკითხი საკრებულოს წევრებს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა. როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, აღნიშნული თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს №30 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ რჩეულიშვილი თბილისის №30 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, აღნიშნული სკოლისთვის მისი სახელის მინიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. მწერლის ღვაწლი ფასდაუდებელია. მისმა შემოქმედებამ და ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. ის თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო, თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით. შესაბამისად, უნდა დაფასდეს მისი წვლილი სამშობლოს წინაშე”, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

საკრებულოს წევრებმა სკოლის სახელდებას მხარი დაუჭირეს. წარმოდგენილი საკითხი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეგზავნება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა