რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს, რომელსაც ამ დრომდე, კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ზაზა ავალიანმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.