რამშტაინის ფორმატის მე-11 შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებენ.
“აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გეგმავს პირადად უხელმძღვანელოს გერმანიაში “რამშტაინის” სამხედრო-საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის პირად შეხვედრას 2023 წლის 21 აპრილს”, - წერია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრების და თავდაცვითი სფეროს სხვა მაღალჩინოსნები განიხილავენ “კრიზისს, რომელიც უკრაინაში გრძელდება, და უსაფრთხოების სხვადასხვა პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგანან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები.”
ცნობისთვის, აქამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ რამშტაინის მე-11 შეხვედრაზე უკრაინული დელეგაციის პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები დარჩება. ასევე წამოყენებულ იქნება უკრაინისთვის დაჯავშნილი ტექნიკის, მძიმე არტილერიისთვის 155 მმ საბრძოლო მასალისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიწოდების საკითხები.