ლოიდ ოსტინი - უკრაინელებს აქვთ ბევრი შესაძლებლობა, რომელიც საჭიროა კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად.

„მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიაღწევენ იმას, რასაც კარგი ლიდერები, დიდი ლიდერები აღწევენ. მათ აქვთ ბევრი შესაძლებლობა, რომელიც საჭიროა წარმატების მისაღწევად“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინას აქტიური ოპერაციებისთვის შესანიშნავი გეგმა აქვს, მაგრამ დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო გარემოცვამ იცის.

ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, „იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაწყვეტენ შეტევითი ოპერაციების დაწყებას“, - აღნიშნა ოსტინმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!