აშშ-ის თავდაცვის მინისტრი - პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ გამოძიება იქამდე გაგრძელდება, სანამ აშშ-ის ხელისუფლება არ გაარკვევს, ვინ გაასაჯაროვა ისინი

პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვინ გაასაჯაროვა ისინი, - „ამერიკის ხმის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა.

„ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავატრიალებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით წყაროს და გაჟონვის მასშტაბებს“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელმაც დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისივე განმარტებით, პენტაგონმა იცის, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს, თუმცა არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდა თუ არა უფრო ადრე.

„ეს ის არის რასაც გავარკვევთ გამოძიების გაგრძელებით“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ცნობისთვის, პენტაგონის ერთ-ერთი გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი იმყოფება. 23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1). დოკუმენტში არ არის აღნიშნული, სად არიან განლაგებული ძალები და რას აკეთებენ ისინი.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა