პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საკითხს უკრაინაშიც გამოეხმაურნენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის შესახებ პირთა მხოლოდ მცირე წრემ იცის, ამიტომ ინფორმაციის გაჟონვის რისკი ძალიან დაბალია, თუმცა ამ შესაძლებლობის გამორიცხვაც არ შეიძლება.
მისივე თქმით, უფრო დიდია რისკი, რომ გაჟონავს მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციაც ბევრ ადამიანს აქვს.
ამასთან თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას შორის ძალიან ცოტა დროა, შეუძლებელია, რომ მას კვირობით განიხილავდეს ყველა სახელმწიფო, და ასევე იყო ხერსონისა და ხარკოვის ოლქების გათავისუფლებისას.
„ამას წინასწარ არავინ განიხილავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს“, - განაცხადა ანა მალიარმა.
ცნობისთვის, პენტაგონიდან გაჟონილ ინფორმაციაში საუბარი უკრაინის ომსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზეცაა.