საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 240 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მილსადენი ახლით შეიცვალა, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგებას და საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (ფცა, თამარაშენი, მოხისი, შაქშაქეთი, წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბრეთი, რუისი, ურბინისი) 3800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შეფერხების გარეშე მოირწყვება.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულებამ 1.1 მლნ ლარი შეადგინა. შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა