„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით რუსთავში სამშენებლო მასალების ახალი საწარმო გაიხსნა

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით რუსთავში სამშენებლო მასალების ახალი საწარმო გაიხსნა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ბანკი ბიზნესთან პარტნიორობის ფარგლებში სამშენებლო მიმართულების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია „პალატი 2022“-მა რუსთავში ახალი საწარმო გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 10 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

მათივე ცნობით, ახალი საწარმო 3 800 კვ.მ. ფართობზე განთავსდა. საწარმოში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები მზადდება.

„ჩვენი კომპანია 2022 წელს დაარსდა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი საწარმოს გახსნა შევძელით. 2023 წლის იანვრიდან უკვე ექსპორტზეც გავედით. დღეის მდომარეობით ჩვენი სამშენებლო მასალები ამერიკაში, საუდის არაბეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ლატვიაში იგზავნება. ამის შედეგად უკვე საკმაოდ ბევრი, ლოიალური მომხარებელი შევიძინეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, გიორგი ნატროშვილი.

როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო გერგედავა აღნიშნავს, კომპანია „პალატი 2022“ საქართველოს ბანკთან პირველივე დღიდან თანამშრომლობს.

„ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა. კომპანია „პალატი 2022“ საქართველოს ბანკთან პირველივე დღიდან თანამშრომლობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არც ისე დიდი ხნის შექმნილია, მან უკვე შეძლო ექსპორტზე გასვლა, რაც მის წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს. კომპანიაში 170-ზე მეტი ადამიანია უკვე დასაქმებული და სულ მალე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. კომპანია ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. „პალატი 2022“ გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ სამშენებლო მასალის წარმოების გაფართოებასაც გეგმავს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო გერგედავა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი