დენის შმიგალი - უკრაინის სამხედრო ძალების კონტრშეტევა შეიძლება ზაფხულში დაიწყოს

უკრაინის სამხედრო ძალების კონტრშეტევა შეიძლება ზაფხულში დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ამერიკული გამოცემა The Hill-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონტრშეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი წნეხი სწორედ უკრაინული საზოგადოებისგან მოდის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა არ განიცდის წნეხს პარტნიორების მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პარტნიორსა და მეგობარს მკაფიოდ ესმის, რომ კონტრშეტევაზე გადასასვლელად საჭიროა 100%-იანი მზადყოფნა და მეტიც.

„ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, ისეთს, როგორიც არის ტანკები, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალები“,- განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს