TEDxTbilisi-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება „თიბისის“ მხარდაჭერით გაიმართება

ინტელექტუალური ფორუმის TEDxTbilisi მეათე საიუბილეო ღონისძიება „თიბისის“ მხარდაჭერით, 22 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.

„თიბისის“ ინფორმაციით, TEDxTbilsi 2023-ის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კაკაბაძე, მედეა ტაბატაძე, გიორგი ქვლივიძე, ნინი გოგიჩაიშვილი, რევაზ ღოღობერიძე, ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი და დავით ბირმანი.

„ღონისძიების მთავარი თემა „გარდამტეხი მომენტებია”, ამ თემის ირგვლივ სასაუბროდ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები 22 აპრილს TEDxTbilsi-ის სცენაზე გაერთიანდებიან და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე მოგვიყვებიან.

TEDxTbilsi მოხალისეობრივ ფილოსოფიაზე დაფუძნებული კონცეფციაა, მის ორგანიზებაში მთავარი წვლილი პარტნიორებს მიუძღვით. მე-10 საიუბილეო ღონისძიების გენერალური პარტნიორია „თიბისი“. ეს TEDxTbilisi-ის და „თიბისის“ პირველი თანამშრომლობაა.

TED-ი იდეებისა და შთაგონების გავრცელების პლატფორმაა. „თიბისისთვის“ ერთ-ერთი ღირებულება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოცდილების და შთაბეჭდილებების ფართო საზოგადოებისათვის გაზიარებაა. სწორედ ამ მიზნით ვუერთდებით ღონისძიებას და დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ საინტერესო გამომსვლელს და იდეას გავაცნობთ სტუმრებს - ამბობს „თიბისის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერ, ანა ვერულაშვილი.

TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები. ღონისძიების დეტალებს TEDxTbilisi-ის ოფიციალურ Facebook-სა და ვებგვერდზე ნახავთ ბმულზე.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე tkt.ge/tedxtbilisi2023 “,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა