ნანა ტოხვაძე - გიორგი ამილახვარი მასწავლებლებს „კატა-თაგვობანას“ ეთამაშება

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის განცხადებით, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა შეხვედრასთან დაკავშირებით 500 მასწავლებლის მიმართვა უგულებელყო.

მისი შეფასებით, გიორგი ამილახვარი მასწავლებლებს „კატა-თაგვობანას“ ეთამაშება.

„განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი, რომელიც პირობას დებდა, რომ ყველა ღირსეულ მასწავლებელს შეხვდებოდა, პირობას არღვევს და 500 მასწავლებლის მიმართვას შეხვედრაზე უგულებელყოფს. ამილახვარი „კატა-თაგვობანას“ ეთამაშება მასწავლებლებს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მენტორ-წამყვანის გამოცდა პირნათლად ჩააბარეს და სრულიად გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდნენ. გამოცდის გარდა, მათ სტატუსის ასამაღლებლად სავალდებულო პორტფოლიოს წარდგენა ევალებათ. კრიტერიუმები კი გამოცდიდან 8 თვის თავზე, ანუ 10 აპრილს "აღირსეს", ხოლო ატვირთვის ვადა მხოლოდ თვის ბოლომდე განუსაზღვრეს. არ დაგვავიწყდეს, რომ სააღდგომო დღესასწაულები ამ მონაკვეთში ექცევა და მასწავლებლები სრულიად დისკრიმინირებულ ვითარებაში აღმოჩნდნენ”, -განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ