„სტრატეგია აღმაშენებელი“ მთავრობას დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დამატებითი სამგზავრო მატარებლების დაუყოვნებლივ დანიშვნისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყონ თბილისი-სენაკი- ლესელიძის რიკოთის მონაკვეთის გახსნა.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უხარისხო შესრულებული სამუშაოების გამო შეფერხებულია მოძრაობა, რაც იწვევს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.
შესაბამისად, აღდგომის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაზრდილია რკინიგზით მგზავრთა გადაადგილების მოთხოვნა.
მივმართავთ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურებს: დანიშნონ დამატებითი სამგზავრო მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით; დროულად უზრუნველყონ თბილისი-სენაკი- ლესელიძის რიკოთის მონაკვეთის გახსნა; მოხდეს მგზავრთა ავტომობილებითა და რკინიგზით გადაადგილების, სავარაუდო მარშრუტებისა და განრიგის შესახებ ინფორმაციის მოქალაქეებისთვის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება”, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.