საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან, პროფკავშირების გაერთიანებამ გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია გამართა

საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია გამართა. სოლიდარობის აქციის პარალელურად კი 200-მდე ტრაილერის მძღოლი, რომელთაგან 50-მდე საქართველოს მოქალაქეა, ფრანკფურტში აქციას მართავდნენ.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ განაცხადა, საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ სატვირთო მანქანის მძღოლები ნამუშევარ ხელფასს არ აიღებენ.

„პირველ რიგში, სოლიდარობას ფრანკფურტში გაფიცულ 200-მდე მძღოლს ვუცხადებთ, საიდანაც 50 მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. მათ სამი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ. მას შემდეგ, რაც საქმეში რამდენიმე ქვეყნის პროფკავშირები ჩაერთო, დამსაქმებელი მძღოლებს ნამუშევრის ანაზღაურებას სიტყვიერად დაჰპირდა. მიუხედავად დაპირებისა, რამდენიმე დღის წინ დამსაქმებელმა პოლონეთიდან „შემცვლელი” მძღოლები ჩაიყვანა და დასაქმებულებისთვის ტრაილერების წართმევა სცადა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. გერმანიის პოლიციამ დამსაქმებელი და ყველა მისი თანმხლები პირი დააპატიმრა, შემდეგ კი, დაადეპორტა. დღეს ჩვენ პოლონეთის საელჩოსთან მოვედით, რათა პოლონეთის საელჩოში წერილი შევიტანოთ, რომ ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რაც კანონით მინიჭებულია და მძღოლებს სამმა პოლონურმა დამსაქმებელმა მათი ანაზღაურება დროულად გადაუხადოს”, - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

დაზარალებული ქართველი ტრაილერის მძღოლის, ზვიად ლომიძის თქმით, მას პოლონელი დამსაქმებლისგან ორთვენახევრის ანაზღაურება არ აუღია.

„პოლონურ კომპანიაში მუშაობა 2021 წლის ნოემბერში დავიწყე. რამდენჯერმე ჩვენს შორის დადებული კონტრაქტის პირობები დაირღვა. მათ მოტყუებით გამომისტუმრეს და დამპირდნენ, რომ ხელფასს ჩამირიცხავდნენ. 10 მარტის შემდეგ ანაზღაურებას ორი კვირა პოლონეთში ველოდე, შემდეგ იძულებული გავხდი უკან საქართველოში დავბრუნებულიყავი. ამ ტყუილს უკვე საზღვრები არ აქვს. მინდა პოლონეთის საელჩოს მივაწვდინოთ ხმა, რომ ზომები ასეთი კრიმინალური საქციელის წინააღმდეგ მიიღონ ”, - განაცხადა ზვიად ლომიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ დაგეგმილ აქციას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შეუერთდნენ.

ცნობისთვის, პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი გერმანიაში გაფიცულ ტრაილერის მძღოლებს ხვდებიან. პროფკავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პოლონეთის მთავრობისთვის გასაგზავნ დოკუმენტს ამზადებს, სადაც ისინი პოლონეთის მთავრობას დამსაქმებელი კომპანიის საქმიანობის შესწავლას მოსთხოვენ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ