ფინანსთა სამინისტრო - საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველომ მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებული შეფასებისა და გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა.

უწყების ცნობით, შედეგები ოთხი მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით გადანაწილდა.

„ქვეყანა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეა:

  • ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის მიხედვით - აღნიშნულ წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 51 პროცენტით იზრდება;
  • მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით - 2023 წელს GDP per capita (PPP) ხდება 21 922 დოლარზე მეტი, 2028 წლისთვის კი აჭარბებს 31 458 დოლარს.
  • მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP, 2017 international dolar) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით - 2022 წელს GDP per capita (PPP) მუდმივ ფასებში გახდა 17 145 დოლარი, 2028 წლისთვის კი გადააჭარბებს 23 315 დოლარს.
  • ასევე, 2021-2028 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველო მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ($GDP per capita) ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე, ხოლო მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარ სფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა მყარ საფუძველს, რათა ქვეყანამ ლიდერულ პოზიციებზე განავითაროს ეკონომიკა. 2022 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (GDP PPP) მიხედვით, ერთ სულზე აჭარბებს 20 243 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე. კავკასიაში პირველობას ქვეყანა მყარად ინარჩუნებს შემდგომ წლებშიც. საქართველოს $GDP per capita 2022- 2028 წლებში 126%-ით იზრდება და 2028 წელს 11 289 $-ს გადააჭარბებს. 7 წლის განმავლობაში (2022-2028წწ) საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში წლიურად, საშუალოდ, ორნიშნა მაჩვენებლით - 12.4%-ით იზრდება. მომდევნო წლებში, აღნიშნული საშუალო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 000 აშშ დოლარს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ