ბიზნეს ასოციაციის წევრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადმინისტრაციის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

„ასოციაციის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო დისკუსია ტურიზმის სექტორში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ასოციაციის წევრები ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიებს, საქმიანი ტურიზმის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, საინფორმაციო ტურებს, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მიმდინარე აქტივობებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებს გაეცნენ.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული და მოადგილე, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა