გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო.
სანქცირებულთა შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლიის, ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი ოქსანა მარჩენკო, ასევე, ოლიგარქების - სულეიმან კერიმოვის, ანდრეი სკოჩისა და ვლადიმირ ევტუშენკოვის ნათესავებიც არიან.
ოფიციალური ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს თავისი აქტივების დამალვაში ეხმარებოდნენ.