თბილისის მერია - კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში სანიტარიული ჭრის სამუშაოები ჩატარდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში სანიტარიული ჭრის სამუშაოებს იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები სკვერში არსებულ ვერხვის სახეობის (Populus deltoides) დაავადებულ, ხმობად და ზეხმელ ხეებზე ჩატარდება.

„ტერიტორიაზე არსებული ხეების მდგომარეობა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებმა შეისწავლეს. სამუშაოები იმპულსური ტომოგრაფიის საშუალებით, შერჩევით, ხის ღეროს სხვადასხვა სიმაღლეზე ჩატარდა.

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ტერიტორიაზე არსებული დიდ ტანოვანი ვერხვების ნაწილი არ ექვემდებარება განკურნებას. შესაბამისად, საჭიროა სანიტარიული ჭრებისა და სხვლა-ფორმირების სამუშაოების განხორციელება.

სანიტარიულ ჭრას, რომელიც 18 აპრილს დაიწყება, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი