საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ქცევის (ეთიკის) კოდექსს შეუერთდა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შეიქმნა.
ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„დოკუმენტს ხელი ორგანიზაციის საარჩევნო ექსპერტმა დარეჯან გიორბელიძემ მოაწერა. მხარეთა მიერ ხელმოწერილი კოდექსის მიზანია საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება“ ,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.