ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრი რიში სუნაკი ამ წუთებში, ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ერთმანეთს ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ.
ამ დილით ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის დირექტორმა, ამანდა სლოატმა, განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ ირლანდია იქნება, ისევე როგორც უკრაინის ომი.
ცნობისთვის, 11 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვია. ის ბელფასტში სამშვიდობო შეთანხმების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩავიდა, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალადობის დასრულებას ხელი შეუწყო.