ქართველმა ემიგრანტებმა სტრასბურგში ევროსასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქცია გამართეს.
ისინი გუშინ ევროსასამართლოში გაგზავნილ სარჩელს გამოეხმაურნენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს რუსეთის მარიონეტული ხელისუფლების კლანჭებიდან.
„დღეს ჩვენ, ქართველმა ემიგრანტებმა თავი მოვიყარეთ ევროსასამართლოს წინ, სტრასბურგში და გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაგზავნილ სარჩელს ევროსასამართლოში, რათა მოხდეს სასჯელის დროებით გადავადება მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის.
მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე, რომელიც ქართველი ერის ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენი არჩევანი დღეს არის შელახული ბიძინა ივანიშვილის მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლო გაითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის ამ ტყვეობაში ყოფნას და გადაუვადებენ სასჯელს. ჩვენ ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში“, - განაცხადეს სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.