ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმსჯელეს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ტურიზმის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და მასში არსებული გამოწვევები გააცნო.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განხილული იყო ტურიზმში პოსტპანდემიური აღდგენის დინამიკა, ასევე გაანალიზდა ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები და ის პროგნოზები, რომელიც მიმდინარე წლისთვის არსებობს.

„ტურიზმი და ავიაცია, შიდა და გარე ფრენები, სექტორის საკანონმდებლო ჩარჩო და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეხვედრის მთავარი საკითხები.

აღსანიშნავია, რომ საუბარი, ასევე, შეეხო საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც დაარეგულირებს, როგორც გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების საკითხებსა და მაღალი რისკის შემცველ ტურისტულ საქმიანობას, ასევე დაიცავს ტუროპერატორებს შესაძლო გადახდისუუნარობისგან.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მხრიდან, გაჟღერდა არაერთი საინტერესო ინიციატივა და მოსაზრება.

„მოხარულნი ვართ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან, რადგან ბიზნეს ოპერატორების მოსაზრებების მოსმენა და დაგეგმვის პროცესში მათი ჩართულობა უზრუნველყოფს ტურისტული სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველს. ამასთან, ადმინისტრაციის გეგმების გაცნობა კომპანიებისთვის მათი მომავალი ბიზნეს აქტივობების დაგეგმვის კარგი შესაძლებლობაა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც, როგორც ვხედავთ, ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა