ჯო ბაიდენისა და რიში სუნაკის შეხვედრა დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ორმხრივი შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიაში უკვე დასრულდა.

ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის განცხადებით, ჯო ბაიდენთან ძალიან კარგი დისკუსია ჰქონდა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ინვესტიციები ჩრდილოეთ ირლანდიაში, თუმცა ასევე შეეხნენ საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებს და ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელობას. ამასთან, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენთან მისი შეხვედრა გასულ თვესაც შედგა და თეთრი სახლის ლიდერს მომავალ თვეში G7-ის ფარგლებშიც შეხვდება. რიში სუნაკის შეფასებით, „ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაშია“.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა