„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ მეორე გამოცემისთვის სამეცნიერო ნაშრომთა მიღება იწყება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ მეორე გამოცემისთვის სამეცნიერო ნაშრომთა მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორენოვანი, საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის მქონე, სამეცნიერო პერიოდული გამოცემაა.

მისი დაარსება „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) მიღების მეოთხე საიუბილეო თარიღს უკავშირდება.

„ჟურნალის მიზანია აქტუალურ საკითხთა სამართლებრივი ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება. ასევე, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ევროპულ სამართალთან, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარება აკადემიური წრის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ზოგადად, მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ, მატერიალური და ელექტრონული ფორმით, ორი დამოუკიდებელი - ქართული და ინგლისურენოვანი გამოცემების სახით.

ჟურნალის მეორე ნომრისთვის ნაშრომების მიღება იწარმოებს 12 აპრილიდან 31 ივლისის ჩათვლით.

ნაშრომების მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე

ჟურნალის პირველი ნომერი იხილეთ მოცემულ ბმულზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ