ზურაბ ჩხაიძე - „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს

ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყოველთვის ხდება გადამეორება ლაბორატორიული კვლევის შედეგების. ამჯერადაც გავიმეორეთ ყველა ანალიზი, განსაკუთრებით მის ძირითად დაავადებებთან უკვე რაც გვქონდა გამოტანილი და რაც შედის კვლევის პაკეტში, მათ შორის გაგზავნილი იყო ანალიზი სისხლში მძიმე მეტალების შემცველობასთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან და ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც ვიკვლევდით, არის ნორმის ფარგლებში, ნორმის ქვედა ზღვარზე უფრო ქვემოთ. მაისშიც გვქონდა გაგზავნილი მსგავსი ანალიზი და ეს ანალიზი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ნორმა იყო მაშინ, ნორმა არის დღესაც, მაგრამ ზოგიერთი მეტალის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირებულია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლას, ყოველ შემთხვევაში, მწვავე მოწამვლას მასთან ადგილი არ აქვს. მეტალებით შემცველობა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც, დაბინძურებული გარემოს პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს რაღაც პროცენტული რაოდენობა. ეს მეორედ შესრულებული კვლევაა და ინტოქსიკაციის, მოწამვლის არანაირი ნიშანი ამ ანალიზით არ დასტურდება“, - აცხადებს ჩხაიძე, რომლის კომენტარს „იმედინიუსი“ ავრცელებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა