აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღო

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღო, რომლებიც ჯამში 80 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთთან ერთად აშშ-ს სანქციებს იღებს USM Holding-ის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოლიგარქთან ალიშერ უსმანოვთან არის დაკავშირებული. პირადად მის წინააღმდეგ შეზღუდვები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში იქნა მიღებული.

“უსმანოვის განკარგულებაში არის კომპანიების ფართო ქსელი და ოჯახის წევრები, რომელთა მეშვეობითაც იგი ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც პოტენციალურად სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს”, - წერია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის ხელმძღვანელობის აზრით, USM Holding-ის მეშვეობით უსმანოვი საკუთარი კომპანიების უმრავლესობას აკონტროლებს და ფლობს.

სანქციების ასევე ჰოლდინგთან დაკავშირებულ 20-ზე მეტ იურიდიულ პირზე ვრცელდება, რომლებიც რუსეთში, უზბეკეთში, შვეიცარიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასანქციო სიაში ცალკე 27 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის თავდაცვის სექტორში მუშაობენ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უჭერენ მხარს, ასევე დამატებითი კომპანიები, რომლებიც რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “როსატომთან” არიან დაკავშირებულები.

სანქციები აღნიშნული პირებისა და სტრუქტურების აშშ-ში აქტივების გაყინვას და ამერიკელი მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის მათთან საქმის წარმოების აკრძალვას ითვალისწინებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა