ალეკო ელისაშვილი - პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს ევროპელი პენსიონერების ქურდი აფინანსებს, ხომ მაგარია? - მაგ ხალხთან არაფერი მაქვს საერთო, ხალხსაც არ უნდა, ხომ ნახეთ 9 აპრილს

პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს აფინანსებს ევროპელი პენსიონერების ქურდი, ხომ მაგარია?, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, ის BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

ალეკო ელისაშვილის თქმით, იმ ოპოზიციონერებთან, ვინც კეზერაშვილისგან ფულს იღებს, ხოლო მერაბიშვილისგან დავალებებს, საერთო არაფერი აქვს.

„პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს აფინანსებს ევროპელი პენსიონერების ქურდი, ხომ მაგარია? - მაგ ხალხთან მე არაფერი მაქვს საერთო. კეზერაშვილისგან რომ ფულს იღებენ და ვანო მერაბიშვილისგან დავალებებს, იმ ხალხთან არაფერი მაქვს საერთო. ხალხსაც არ უნდა, ხომ ნახეთ 9 აპრილს. სამი ტელევიზია ხომ ატრიალებდა რეკლამას - არიქა და გამოდით. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არ იძახდნენ მარტში ჩვენ გამოვიყვანეთ ხალხიო? ხომ დაითვალეს თავისი თავი 9 აპრილს?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, კეზერაშვილი რომ 11 წელია დაუსჯელად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ესეც კი „ქართული ოცნების“ კისერზეა, რადგან ისინი დავით კეზერაშვილთან გარიგებაში იყვნენ.

„კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის BBC-ის გამოძიება? ერთადერთი კაცი საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, ვინც ბედნიერი იყო, იყო კეზერაშვილი. მას შემდეგ, რაც საწყობები გაძარცვეს, განსაკუთრებით უფლისციხის ცენტრალური საწყობი, რუსებმა, კეზერაშვილმა, ალბათ, ცხვარი დაკლა ან ხარი ბედნიერებისგან, რადგან მანამდე რაც ჰქონდა მოპარული, მიდი და გაიგე ახლა. დავლურს ცეკვავდა ბედნიერებისგან. ისედაც კი ჰქონდა ჰეროინი მიღებული და ბედნიერი დარბოდა იმ დღეებში. კეზერაშვილი აქ იყო და ქართული ჯარი გაძარცვა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, თან მილიარდ დოლარს მეხუმრებით? ვინ შეარჩენს?

მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ეს ცოდვაც კი „ქართული ოცნების“ კისერზეა. კეზერაშვილი რომ 11 წელია დაუსჯელად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ზუსტად იმიტომ, რომ მილიონ გარიგებაში იყო „ქართულ ოცნებასთან““, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში