დენის შმიგალი - უფრო სწრაფი გამარჯვებისთვის უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა აშშ-ს მიმდინარე სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

მათი თქმით, პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის დროს შმიგალმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს და პირადად მას სამხედრო დახმარებისთვის.

“დენის შმიგალმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და პირადად მდივანს მათი მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისთვის, ისევე როგორც უკრაინის თავდაცვაზე საკონტაქტო ჯგუფის დაარსებაზე მათი ძალისხმევისთვის, რომელიც ახლა 50-ზე მეტ ქვეყანას ითვლის”, - წერია განცხადებაში.

მხარეებმა უკრაინის შემდგომი საჭიროებები განიხილეს და შმიგალმა ოსტინს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება სთხოვა.

“უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე თანამედროვე იარაღის მოკლე დროში ათვისება და ბრძოლის ველზე მისი ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ. უფრო სწრაფი გამარჯვებისთვის უკრაინას ასევე მეტი იარაღი სჭირდება: საჰაერო თავდაცვა, მძიმე არტილერია და აღჭურვილობა, ნაღმმტყორცნები და საბრძოლო მასალა”, - განაცხადა შმიგალმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა