მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და ამჟამადაც  არ არის - ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს, ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია.

როგორც ურთქმელიძემ განაცხადა, მსჯავრდებული სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა, არ არის და ეს ფაქტი ლაბორატორიული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„სულ მიკვირს, სიმართლე რომ გითხრათ, რომ საზოგადოებაში ამაზე კიდევ არის საუბარი. უკვე დადასტურებულია, რომ არაფერ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. მე ამაზე უკვე ვისაუბრე და გავიმეორებ კიდევ ერთხელ - აღნიშნული დასტურდება ჯერ კიდევ შარშან, მაისში, კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევით - ეს ერთი. მეორე, თვითონ სააკაშვილის დამცველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზეც, რომელიც წარმოადგინეს მათ სასამართლოზე, იქაც არცერთი დამადასტურებელი არ არის იმისა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში არის დასაშვებ ზღვარზე მეტი მეტალების რაოდენობა. თვითონ ექსპერტ-ტოქსიკოლოგთან გასაუბრებისას, სასამართლო პროცესის დროს, ეს დადასტურდა. ამ ყველაფერმა ასახვაც ნახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, განმეორებით ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და ამჟამადაც მოწამლული არ გახლავთ - ეს ცალსახაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და კიდევ უფრო კატეგორიულადაც: მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არ არის მოწამლული. ეს მასმედიაში აგორებული თემა ყბადაღებული გახდა უკვე, მე მგონი. ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს - ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია", - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ “იმედთან“.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ