მსოფლიო ბანკი უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა, ანა ბიერდემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, დამატებით 200 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.

"მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 200 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს ენერგეტიკის აღსადგენად! ვაშინგტონში ახლახან გაფორმდა ხელშეკრულება მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან ანა ბიერდესთან“, - წერს შმიგალი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, უკრაინის აღდგენა წელს იწყება და ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკიდან შემოსული თანხები მოხმარდება კიევის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიის ქალაქებში ელექტროქსელებისა და გათბობის სისტემების აღდგენას.

ამასთან, უკრაინის პრემერის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დონორთა კოორდინაციის უწყებათაშორისი პლატფორმის („Financial Ramstein“) ფარგლებში ერთობლივი მუშაობის საკითხები განიხილეს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი