ემანუელ მაკრონი - იყო აშშ-ის მოკავშირე არ ნიშნავს, იყო მისი ვასალი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეობა მის ვასალობას არ ნიშნავს.

„იყო მოკავშირე არ ნიშნავს იყო ვასალი, ან არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს უფლება, დამოუკიდებლად ვიფიქროთ“, - განაცხადა მაკრონმა ამსტერდამში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, ტაივანში "სტატუს კვოს" მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერაში არაფერი შეცვლილა და რომ პარიზი მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩართვა. მისმა ამ კომენტარებმა ევროპასა და აშშ-ში პოლიტიკოსებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ