თსუ-ს საკალათბურთო გუნდი საქართველოს თასის მფლობელი გახდა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

როგორც თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფინალურ შეხვედრაში თსუ-მა ბათუმის „ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 78:76 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად კი თსუ-ელი კორი ბოუენი დასახელდა. „თსუ“ საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა, უნივერსიტეტის გუნდი პირველად თასის მფლობელი 2006 წელს გახდა.

მათივე ცნობით, საკალათბურთო გუნდის საგულშემატკივროდ თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები თსუ მაღლივ კორპუსთან შეიკრიბნენ და ოლიმპიური სპორტის სასახლისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

„საქართველოს ჩემპიონატს ძალიან აკლია ასეთი გულშემატკივრობა. მათ ძალიან კარგი საკალათბურთო გარემო შექმნეს. ყველამ ისიამოვნა ამ დაძაბული თამაშით, რომლის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. ბიჭები ფიზიკურად და ემოციურად ძალიან დაღლილები ვართ, რადგან ორი დღე ზედიზედ მოგვიწია ნახევარფინალისა და ფინალის თამაში. მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ თასი. წინ ეროვნული ჩემპიონატია და ყველაფერი ამით არ მთავრდება,“- აღნიშნა თსუ-ისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ.

მატჩის შემდეგ თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ გამარჯვება მიულოცა თსუ-ს კალათბურთელებსა და გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება საუნივერსიტეტო სპორტის, პირველ რიგში კი თსუ-ს გამარჯვებაა.

„ძალიან ემოციური დღეა. ვულოცავ თსუ-ს ამ დიდ წარმატებას. ეს არის იმ დიდი ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თსუ-ს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა სპორტის ამ სახეობაში,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ფინალამდე თსუ-მა ნახევარფინალში საკალათბურთო გუნდი „ოლიმპი“ ანგარიშით 87:84 დაამარცხა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს