ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროს მე-4 კატეგორიის სიძლიერის ქარიშხალი უახლოვდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქარიშხალი „ილზა“ საკმაოდ ძლიერი და დამანგრეველი იქნება, რის გამოც ისინი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე 275 კმ/სთ-ს მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია წყალდიდობა და მეწყერი. სპეციალისტების მტკიცებით, „ილზა“ ავსტრალიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება.
საფრთხის გამო რეგიონში განგაშის ე.წ. ყვითელი კატეგორია გამოცხადდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"