არჩილ მესტვირიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში არჩილ მესტვირიშვილი შეხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორსა და ალტერნატიულ დირექტორს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს.

„დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ ფორუმზე არჩილ მესტვირიშვილი მიწვეულია სესიის - მონეტარული პოლიტიკის ახალი გამოწვევები სპიკერად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მონაწილეობას მიიღებს Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა კონფერენციაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს