ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ფინანსთა მინისტრმა და EBRD-ის პრეზიდენტმა მიმოიხილეს საქართველოში ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები.

„ფინანსთა მინისტრმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ EBRD გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტული სექტორების მხარდაჭერას.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა