რუსეთის ელჩი აშშ-ისგან სერგეი ლავროვის დელეგაციისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, ვიზებს ითხოვს

ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გასცეს ვიზები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის, რომლებმაც, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„მოვუწოდებთ ვაშინგტონს, არ გადადოს ვიზების გაცემა ჩვენი დელეგაციისთვის, მათ შორის ჩვენი ჟურნალისტებისთვის. ვიზების არგაცემა არღვევს შეერთებული შტატების, როგორც გაერო-ს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებებს, რაც აფერხებს მსოფლიო ორგანიზაციის გამართულ, სრულფასოვან ფუნქციონირებას“, - განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება არ თანხმდება რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლას.

„ველით, რომ ამერიკელები სასწრაფოდ გასცემენ ნებართვას თვითმფრინავზე (აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლისთვის) ყოველგვარი პირობებისა და შეზღუდვების გარეშე“, - აღნიშნა ანტონოვმა.

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, მიმდინარე თვეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უნდა გაუძღვეს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ