ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისთვის, პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო

საქართველოში ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ გახსნა.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას, შექმნის ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვისა და სარეაბილიტაციო სერვისებს. ასევე, პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრებაში.

„პროექტი, „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ დირექტორმა, ეკატერინე გურგენიძემ, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანიმ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ. შეხვედრაზე ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა