ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში მაღალი დონის დისკუსია შედგა თემაზე - „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება", რომელსაც მოდერატორობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობათა განვითარების ინსტიტუტის დირექტორი დომინიკ დესრუელი უწევდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსათა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიტა გოპინათმა და ბენინის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, რომოლდ ვადაგნიმ მიიღეს.

„თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრმა ვალის მართვისა და ფისკალური დისციპლინის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც პანდემიამდე, ისე პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველომ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და გონივრული ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნება.

თემატური დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე: „რამ განაპირობა გადამწყვეტი წინსვლა საქართველოში და რით იყო გამოწვეული ბოლო წლებში სახელმწიფო ვალის მართვის უპრეცედენტო გაუმჯობესება, რაც სხვა სახელმწიფოებს შეიძლება სანიმუშო მაგალითად გამოადგეთ?"- ფინანსთა მინისტრმა დაასახელა: საჯარო სექტორში ძლიერი ფინანსური მართვის სისტემის არსებობა და გონივრული ფისკალური დისციპლინის დაცვა, მაკრო-ფისკალური პარამეტრებისა და ვალის მდგრადობის ანალიზის პრაქტიკის არსებობა, ვალის პორტფელის დივერსიფიცირება და საჯარო ფინანსების გონივრული მართვა.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გამოყენებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა