ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ჩინეთთან მიმართებაში იგივე შეცდომის დაშვებას ცდილობს, როგორიც აქამდე რუსეთთან მიმართებაში დაუშვა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ისინი არაშორსმჭვრეტელურად უყურებენ ჩინეთს, რათა გაყიდონ ევროპული პროდუქტები უზარმაზარი “გეოპოლიტიკური ფასით”, ჩინეთზე ჩვენს დამოკიდებულებას ზრდიან და არ ამცირებენ”, - განაცხადა მორავეცკიმ.
მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ ტაივანთან დაკავშირებით მის განცხადებაზე მინიშნება გააკეთა.
მორავეცკიმ აღნიშნა, რომ “არ შეიძლება დღეს და ხვალ უკრაინას ვიცავდეთ, მაგრამ ამავდროულად ვამბობდეთ, რომ ტაივანი ჩვენი საქმე არ არის”.
მან ასევე მაკრონის “ევროპული ავტონომიის” საჭიროების შესახებ განცხადება გააკრიტიკა.
“ევროპული ავტონომია მშვენივრად ჟღერს, ხომ ასეა? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული გრავიტაციის ცენტრი ჩინეთისკენ გადაგვაქვს და აშშ-სთან ურთიერთობებს ვწყვეტთ… არც ისე კარგად მესმის სტრატეგიული ავტონომიის ტერმინი, თუ იგი დე ფაქტო საკუთარ მუხლში სროლას ნიშნავს”, - აღნიშნა მორავეცკიმ.