უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს ფრონტზე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვთ.
„ჩვენთვის ცნობილია ყველა პროცესი, რომელიც ფრონტზე მიმდინარეობს. პრეზიდენტს ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს სამხედრო გეგმებს, ისინი მაშინ გახდება ცნობილი, როცა შესაბამისი გზით დამტკიცდება. ეს ყველაფერი გადაწყდება ბოლო მომენტში, როცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს „ფრონტზე მოვლენების განვითარების არა ერთი, ორი, სამი ან ოთხი ვარიანტი აქვთ, რადგან ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელიც ყოველდღიურად ფასდება“.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განმარტებით, არსებობს გაგება უკრაინის მთელი ტერიტორიის 1991 წლის საზღვრამდე გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ.
"ჩვენ არ გვაქვს "კონტრშეტევის" ინტერპრეტაცია. გვაქვს გაგება, რომ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია, 1991 წლის მდგომარეობის ჩათვლით. სანამ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ამას არ გააკეთებენ, ომის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა დანილოვმა.