ვიქტორია ნულანდი - აშშ-ს სურს, რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყენებას განიხილავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აშშ-უკრაინის პარტნიორობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სხვა საკითხებთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა“, - აღნიშნა მან.

ნულანდის თქმით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, კონგრესის მხარდაჭერით, მიიღო უფლებამოსილება, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით გამოიყენოს.

„თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილების ფარგლებში და მოგვიანებით იქნება მეტი განცხადებები“, - დასძინა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ გაყინული რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების მოზიდვის შესაძლებლობის შესახებ დისკუსიები გრძელდება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა