ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს

სერბეთს არასოდეს მიუყიდია იარაღი ან საბრძოლო მასალა უკრაინისთვის, ან რუსეთისთვის, თუმცა სერბულმა იარაღმა ბრძოლის ველს, შესაძლოა, მესამე ქვეყნების გავლით მიაღწია, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

„სერბეთი არ ახორციელებს და არ განახორციელებს იარაღის ექსპორტს უკრაინაში. ის არ ახორციელებს და არ განახორციელებს იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტს რუსეთში, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც ამას დაადასტურებს“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

მისი განმარტებით, სრულიად დარწმუნებულია, რომ სერბული საბრძოლო მასალა, თურქეთში, ესპანეთში ან ჩეხეთში ექსპორტის შემდეგ, ერთ ან მეორე მხარეს ბრძოლის ველზე აღმოჩნდება.

შეგახსენებთ, გუშინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონის ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, რომელმაც სოციალურ ქსელებში გაჟონა, ბელგრადი კიევისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში