ევროკომისარი - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - არასათანადოდ ნუ შეაფასებთ ძალისხმევას, რომელსაც რუსეთი, თავის მეგობრებთან ერთად, სანქციების თავიდან ასაცილებლად ახორციელებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 ტალღას დაიწყებს და შეეცდება შეაჩეროს სანქციების თავიდან არიდების ძალისხმევა, - ამის შესახებ ევროკმისარმა ფინანსურ საკითხებში, მეირიდ მაკგინესმა განაცხადა.

„ევროპამ სანქციების 10 პაკეტი გამოაქვეყნა. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი პაკეტი“, - განაცხადა მეირიდ მაკგინესმა.

მისი თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გარდა, ბრიუსელი ასევე შეეცდება უზრუნველყოს სანქციების ეფექტურად განხორციელება, რათა ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა მათი გვერდის ავლა ვერ მოახერხონ.

„ჩვენი ინფორმაციით, სანქციები მოქმედებს და მეტს გავაკეთებთ, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ სრულ განხორციელებას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვერ იპოვიან გზებს ჩვენი სანქციების თავიდან ასაცილებლად და არაერთხელ მითქვამს, რომ რაც უფრო ღრმაა ჩვენი სანქციები, მით უფრო ეფექტურია და მით უფრო მეტად ეძებს რუსეთი ამ გზებს, სხვა ქვეყნების თუ სხვა საბანკო ანგარიშების საშუალებით სანქიცებისთვის გვერდის ავლის გზებს“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, არ შეიძლება იმ ძალისხმევის სათანადოდ არ შეფასება, რასაც რუსეთი სანქციების თავიდან ასარიდებლად იყენებს.

”არასათანადოდ ნუ შეაფასებთ ძალისხმევას, რომელსაც რუსეთი, თავის მეგობრებთან ერთად, ჩვენი სანქციების თავიდან ასაცილებლად ახორციელებს - სანქციები გავლენას ახდენენ რუსეთის ეკონომიკაზე, ისინი გავლენას ახდენენ რუსეთის ომის მანქანაზე“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მეირიდ მაკგინეს დაუსვეს შეკითხვა, აპირებს თუ არა ევროკავშირი დაასანქციროს ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებიან, რაზეც ევროკომისარმა უპასუხა, რომ ბლოკი ორიენტირებულია ინდივიდებსა და ორგანიზაციებზე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი