დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსები ფრონტის ოთხი მიმართულებით -ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით წინსვლის მცდელობას აგრძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
"ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და მარინკასათვის გრძელდება. გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების კოორდინირებული მოქმედებებისა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობის წყალობით, მტრის 49 თავდასხმის მოგერიება მოხდა", - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ლიმანის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები განახორციელეს დიბროვას და ბელოგოროვკას დასახლებებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ბახმუტის მიმართულებით, მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქისთვის. გარდა ამისა, რუსებმა წარუმატებლად შეუტიეს ბოგდანოვკასა და პრედტეჩინოს მიდამოებს.
„ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა არმიამ სცადა შეტევა სევერნის მიმართულებით, ამავდროულად დაბომბა მიმდებარე დასახლებები. მარინკას მიმართულებით, უკრაინელ დამცველებს მტრის უამრავი თავდასხმის მოგერიება მოუწიათ“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ფრონტის სხვა ნაწილებზე შედარებით სიმშვიდე იყო და მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმის მცდელობა არ დაფიქსირებულა.