მატეუშ მორავეცკი - უკრაინის დამარცხება შეიძლება დასავლეთის „ოქროს ხანის” დასასრულის დასაწყისი გახდეს

მატეუშ მორავეცკი - უკრაინის დამარცხება შეიძლება დასავლეთის „ოქროს ხანის” დასასრულის დასაწყისი გახდეს

რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, დასავლეთისთვის შესაძლოა „ოქროს ხანის“ დასასრული დაიწყოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ უკრაინას დავკარგავთ, დავკარგავთ მშვიდობას ათწლეულების განმავლობაში. უკრაინის დამარცხება შეიძლება დასავლეთის "ოქროს ხანის" დასასრულის დასაწყისი გახდეს“, - აღნიშნა მორავეცკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება დასავლეთის ეკონომიკური სიძლიერის არა მხოლოდ აღდგენის, არამედ კიდევ უფრო განმტკიცების გარანტი იქნება.