ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუგანსკისა და სუმის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის და სუმის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებების თანახმად, ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად არტემ ლისოგორი დაინიშნა, სუმის ოლქის ადმინისტრაციას კი ვოლოდიმირ არტიუხი უხელმძღვანელებს.

ლუგანსკის ოლქს 15 მარტამდე სერჰი გაიდაი ხელმძღვანელობდა, სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი კი 24 იანვრამდე დმიტრი ჟივიცკის ეკავა.

ლუგანსკის ოლქის უმეტესი ნაწილი რუსების მიერაა ოკუპირებული, სუმის ოლქს კი რუსული ძალები ყოველდღე ბომბავენ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა