რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ვაზიანსა და რუსთავში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები (მრავალშვილიანი და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახები) მოინახულა, აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ასევე საჩუქრად სათამაშოები გადაეცათ. ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა სახეობის სასურსათო პროდუქტი გადაეცემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო