შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ დედაენის დღეს - ჩვენი ენისა და მწიგნობრობის დაცვით ერთდროულად დავიცავთ ჩვენს წარსულს და ვიზრუნებთ მომავალზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტს ავრცელებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, დედაენა თითოეული ქართველისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია.

მისივე თქმით, 1978 წლის 14 აპრილი საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია, რადგან ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.

„1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.

დედაენა თითოეული ჩვენგანისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ ქართული ენით და მწიგნობრობით, რომელსაც ევროპაში და მთლიანად, მსოფლიოში განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უწყვეტი ისტორია გააჩნია. ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16 საუკუნოვანი გამოცდილება. 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ენისა და მწიგნობრობის დაცვით ერთდროულად დავიცავთ ჩვენს წარსულს და ვიზრუნებთ მომავალზე“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში